ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, ლონდონის "ჩელსმა" "მანჩესტერს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 24-ე წუთზე რაიან გიგზის პასით უეინ რუნმა გაიტანა.
მეორე შეხვედრაში "ბარსელონამ" "ნოუ კამპზე" დონეცკის "შახტარი" 5:1 დაამარცხა. ანგარიში მატჩის დასაწყისშივე გაიხსნა. მეორე წუთზე ანდრეს ინიესტამ პირველი გოლი გაიტანა. "ბარსას" მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა 34-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და პირველი ტაიმი 2:0 დამთავრდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 8 წუთის შემდეგ ხერარდ პიკემ ანგარიში 3:0 გახადა. თამაშში მცირე გარდატეხა უკრაინულმა კლუბმა 59- წუთზე შეიტანა რაკიცკის გოლით. თუმცა ერთი წუთიც არ იყო გასული, როცა ბარსელონამ კეიტას გოლით სამბურთიანი სხვაობა აღადგინა. ბოლო გოლი, მატჩის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე ხავიმ გაიტანა.
განმეორებითი თამაშები მომავალი კვირის სამშაბათ-ოთხშაბათს გაიმართება.