აღდგომას თავის სახლში კიდე რამდენიმე პატიმარი შეხვდება.შეწყალების კომისია სავარაუდოდ უახლოეს დღეემშე შეიკრიბება. 300 განაცხადი განსახიველად უკვე მზადააა. მონაცემები პრეზიდენტსაც გადაუგზავნეს.
შეწყალების კომისია იმ პარტიმართა საქმეებს გაიხილავს, ვისაც სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს. თუმცა ცნობილია რომ არსებობს 10 არასრულწლოვანის საქმე, რომლებიც შეწყალების კომისიის რეკომენდაციას ამ მთავრი კრიტერიუმის გარეშე მიიღებს.
"ბევრი განაცხადია შემოსული, საიდანაც 300 უკვე მზადაა იმისათვის, რომ გამოტანილი იყოს შეწყალების კომისიის სხდომაზე. შესაძლებელია, რომ ეს რიცხვი ოდნავ კიდევ გაიზარდოს. გარდა ამ სამასისა, ცალკე არის ათი არასრულწლოვანის საქმეც. ჩვენთან შემოდის აბსოლუტურად ყველა კატეგორიის საქმეები. ერთადერთი კრიტერიუმი, რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ეს არის, ის რომ მას უნდა ჰქონდეს მოხდილი სასჯელის ნახევარი",- განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ.