ბათუმის ცენტრში დაცვის პოლიციის თანამშრომელს ესროლეს. 58 წლის მერაბ მეფარიშვილს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის მეუღლესთან ერთად ავტომანქანით მგზავრობდა.
მეფარიშვილს ერთი ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა. მის მეუღლეს, ლალი ჩახნაშვილს კი მსუბუქი ჭრილობა ხელზე აქვს მიყენებული.
თვითმხილველთა განცხადებით, მათ სამი გასროლის ხმა გაიგონეს. თავდასხმელთა რაოდენობა და ვინაობა უცნობია.
ცნობისთვის, მეფარიშვილზე ეს უკვე მესამე თავდასხმა იყო.
ფაქტზე აღძრულია სიხილის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.