ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, რუსი მარია კირილენკო ჩარლსტონის ტურნირის 1/16 ფინალში ანგარიშით 5:7 7:5 6:3 დაამარცხა.
მერვედფინალში ტატიშვილი 20 წლის ბელგიელ ჩოგბურთელს, იანინა ვიკმაიერს შეხვდება.
ტატიშვილი მსოფლიოში 115-ე, ვიკმაიერი კი მე-20 ჩოგანია.
ტატიშვილმა პირველ წრეში ელენა დოკიჩს მოუგო.
ჩარლსტონის ტურინირის საპრიზო ფონდი 721 000 ამერიკული დოლარია.