კრიმინალური ავტორიტეტს, ტარიელ ონიანს, რომელიც რუსეთმა ესპანეთს ერთი კვირის წინ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის დროებით გადასცა, დღეს რუსეთში დააბრუნებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის გენპროკურატურა ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ესპანეთში ყოფნის დროს განმავლობაში 52 წლის ონიანს ბრალად ედება დამნაშავეობრივი ორგანიზაციასთან კავშირი და დანაშულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზებაში ედება.
კრიმინალური ავტორიტეტი ესპანეთის ნაციონალური სასამართლო პალატის სასამართლო გამომძიებელმა ფერნანდო ანდრეუმ დაკითხა. მანვე დაკითხა ონიანის ყოფილი ადვოკატი ხოსე ანტონიო დონიმგო ბალტა, რომელიც თაღლითობაში, პროფესიული ეთიკის დარღვევაში და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული.
"იმის გამო, რომ რუსული საბრალდებო დასკვნის მიხედვით დანაშაულის მოხდამდე ონიანს ესპანეთს ვერ გადასცემენ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი ესპანეთში დროებით ექსტრადაციის შესახებ ესპანელი კოლეგებისათვის გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საშუალების მიცემისთვის", _ იუწყება გენპროკურატურა.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ესპანეთმა ონიანზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი გზით მიღებული ფილადი სახსრების ლეგალიზაცია.