"დღესდღეობით აშშ-ში დაახლოებით 400 აზერბაიჯანელი სტუდენტი იღებს განათლებას. დარწმუნებული ვარ, ამერიკაში სწავლის მსურველი აზერბაიჯანლების რიცხვი გაიზრდება",_ამის შესახებ აზერბაიჯანში ამერიკის ელჩმა მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში განსაკუთრებულად ძლიერი უნივერსიტეტებია, ამიტომაც აზერბაიჯანელი სტუდენტები აშშ-ში სასწავლებლად წასვლას ამჯობინებენ და მათი რიცხვი ყოველწლიურად 15%-ით იზრდება.
ელჩმა აღნიშნა, რომ 7 აპრილს აზერბაიჯანის ენის უნივერსიტეტთან არსებულ ამერიკულ ცენტრში "ამერიკის განათლების ბაზრობა" გაიმართება. ბაზრობაში მონაწილეობას აშშ-ის 11 უნივერსიტეტი მიიღებს.
ბრაიზას თქმით, სტუმრები საკუთარი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას გაახმიანებენ.