ტიუმენის ოლქში 29 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ივან პჩელკინმა მამაკაცი მოკლა, რადგან იგი უცხოპლანეტელად მიიჩნია, რომელიც მასზე თავდასხმას აპირებდა. როგორც გაირკვა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა.
ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების შემდეგ ივან პჩელკინს მოეჩვენა, თითქოს ვიღაც მის ბინაშიშეღწევას ცდილობდა. ამის გამო პჩელკინმა აივანი დაწვა და ორი დანით ხელში ქუჩაში გაიქცა.
"უცხოპლანეტელის" დევნისგან თავდაცვის მიზნით ივან პჩელკინმა ორი ავტომობილი დააზიანა და ერთ-ერთი სახლის მინა ჩაამსხვრია. ქუჩაში შემხვედრ 22 წლის ახალგაზრდას კი დანით გულში მიაყენა ჭრილობა. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, დაჭრილი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
პჩელკინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. გამოძიება სხვა დანაშაულებთან მის შესაძლო ბრალეულობასაც განიხილავს.