ცხინვალში ოსმა სეპარატისტებმა რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად განადგურებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის შენობის აღდგენა დაიწყეს.
ე.წ. პარლამენტის შენობის აღდგენითი სამუშაოების დაწყების აუცილებლობა გამოწვეული არის იმით, რომ აქამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი სხდომებს ერთ-ერთი სკოლის საკლასო ოთახში ტარდებოდა.
ინფორმაცია შენობის აღდგენის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის არქიტექტურისა და კაპიტალური საგზაო მშენებლობის "მინისტრმა" ჩერმენ ხუგაევმა გააკეთა. მისივე თქმით, ე.წ. პარლამენტის შენობის აღდგენისათვის საინვესტიციო პროგრამით გამოყოფილია 300 მილიონი რუბლი.
"აღდგენით სამუშაოებს ჩრდილო ოსეთის სამშენებლო ფირმა "ლეა" აწარმოებს. ფასადი თითქმის მთლიანად შენარჩუნებული იქნება, მაგრამ შენობის შიდა მხარე შეიცვლება", - აცხადებს ხუგაევი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შენობა სეისმურად უფრო მდგრადი იქნება, ვიდრე ადრე.
ხუგაევი ასევე აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდეს.