ყაჩაღური თავდასხმის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ნუგზარ სოსელია გალის საავადმყოფოშია მოთავსებული.
თავდასხმა სოფელ საბერიოში წუხელ მოხდა. თავდამსხმელებმა ფულის გამოძალვის მიზნით სოსელია ცხელი უთოთი აწამეს და 5 ათასი რუსული რუბლი გაიტაცეს.
ოჯახისწევრები ნუგზარ სოსელიას ზუგდიდის საავადმყოფოში გადმოყვანას შეეცადნენ, თუმცა ოკუპანტებმა მათ მანქანები წაართვეს. დაზარალებული ოჯახი იძულებული გახდა, გალის საავადმყოფოსათვის მიემართათ.
ამ დროისათვის სოსელია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მის მდგომარეობას ექიმები უმძიმესად აფასებენ.