მადრიდის "რეალმა" და გელზენკირხენის "შალკემ" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური ფაქტობრივად გაინაღდეს. "რეალმა" ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. ანგარიში მეოთხე წუთზე ემანუელ ადებაიორმა გახსნა. ლონდონელები მე-15 წუთზე 10 კაცით დარჩნენ. შეხვედრის არბიტრმა ფელიქს ბრიხმა "ტოტენჰემის" ცენტრალური თავდასხმელი პიტერ კრაუჩი გააძევა მოედნიდან. ამის შემდეგ სრული უპირატესობა "რეალმა" მოიპოვა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 12 წუთის გასვლის შემდეგ ტოგოელმა ფეხბურთელმა ისევ თავური დარტყმით დუბლი შეასრულა და "სამეფო კლუბი" 2:0 დააწინაურა. 72-ე წუთზე ანხელ დიმარიამ ანგარიში 3:0 გახადა. საბოლოო გოლი 87-ე წუთზე, კრისტიანო რონალდუმ გაიტანა.
სენსაცია დაფიქსირდა მილანში. ყველასთავის მოულოდნელად "შალკემ" "ინტერი" "სან-სიროზე" 5:2 დაამარცხა. ანგარიში პირველივე წუთზე, დეიან სტანკოვიჩის ცენტრიდან გატანილი გოლით გაიხსნა. გერმანელებმა 16 წუთში მატიპის გოლის გაათანაბრეს. მილანელები შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ მილიტოს გოლით, თუმცა ედუმ მალევე გაათანაბრა. პირველი ტაიმი 2:2 მორჩა. მეორე ტაიმში სრული უპირატესობა "შალკემ" მოიპოვა. 53-წუთზე ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რაულმა "შალკე" დააწინაურა. 57 -ე წუთზე რანოკიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში "შალკეს" სასარგებლოდ 4:2 გახდა. 62-წუთზე მოედნიდან "ინტერის" რუმინელი მცველი კრისტიან კივუ გააძევეს. საბოლოო წერტილი შეხვედრაში ედუმ დასვა. "შალკემ" 5:2 მოიგო და განმეორებითი მატჩისთვის უპირობო ფავორიტი გახდა.
დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. ლონდონის "ჩელსი" "მანჩესტერს" უმასპინძლებს, "ბარსელონა" კი დონეცკის "შახტარს".