საქართველოს პრემიერ-მინისტრის შემდეგ მალაიზიურ მხარეს წერილს მთავარი პროკურატურაც უგზავნის.
წერილში ქართული მხარე მალაიზიის ხელისუფლებას ადგილობრივი სამართალდამცველების მიერ დაკავებული ქართველების, ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის საქმეებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.
უფრო კონკრეტულად, ოფიციალურ თბილისს აინტერესებს, რა პირობებში იმყოფებიან ქართველი ქალების ციხეში და რა ეტაპზეა სასამართლო განხილვა.
ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურატურა მალაიზიურ მხარეს გორდაძისა და კოხტაშვილისთვის სიკვდილით დასჯის სასჯელის ხანგრძლივი პატიმრობით შეცვლასაც თხოვს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში გასული წლის შემოდგომაზე, ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება. თავად დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ისინი გახდნენ მსხვერპლი ელდარ დავითიანისა, რომელიც გორდაძის მეუღლეა. აღნიშნულ საქმეში თავად ქართულმა მართლმსაჯულებამ დამნაშავედ სწორედ დავითიანი ცნო და მას თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო აქამდე სწორედ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა, რომელმაც დანაშაულში დაკავებულთა ბრაულობა უნდა განსაზღვროს.