საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თანხმობა გასცა ახალი წესების შემოღების თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს ასპარეზობებში ქალი სპორტსმენების მონაწილეობას. კონკრეტულად, საუბარია იმაზე, რომ ახალი წესებით, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადამდე, განსაზღვრული იქნება შეეძლებათ თუ არა ასპარეზობებში მონაწილეობა ქალ სპორტსმენებს, რომელთა ორგანიზმში მაღალია მამაკაცური ჰორმონების დონე.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იმედოვნებს, რომ ამ წესის საფუძველზე ის შესძლებს თავიდან აიცილოს 2009 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი სკანდალის ანალოგიური გაუგებრობა, როდესაც 800-მეტრზე სირბილში გაიმარჯვა სამხრეთ აფრიკელმა სპორტსმენმა კასტერ სემენიამ, რომლის გარეგნობას აშკარად აჩნდა მამაკაცური გამოხატულება.
ამის გამო სპორტსმენის დაჯილდოება გაჭიანურდა, რადგან მისი სქესი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მას შესაბამისი ჯილდო მხოლოდ მას შემდეგ გადასცეს, რაც გენდერული ტესტები ჩაუტარდა.