ორლანდო ბლუმი, მილა იოვოვიჩი და კრისტოფ ვალცი ალექსანდრე დიუმას რომანის "სამი მუშკეტერის" ახალ ეკრანიზაციაში მონაწილეობენ.
ფილმის 3D ვერსიის რეჟისორი მილას მეუღლე ინგლისელი პოლ ანდერსონია, რომელიც ცნობილია ტრილოგიით "ბოროტების სავანე".
ახალ ვერსიაშიDდარტანიანის როლს ლოგან ლერმანი, ხოლო მილედის მილა იოვოვიჩი განასახიერებენ.
მსოფლიო´კინოგაქირავებაში "მუშკეტერები" 14 ოქტომბერს გამოვა.