თბილისი.24.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიშენება მთლიანად ჩამოინგრა.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსოს, თემურ გიორგაძის განცხადებით, ამ დროისათვის ადგილზე ხუთი სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
გიორგაძის განცხადებით, სავარაუდოდ, მსხვერპლი არ არის. მიმდინარეობს გამწმენდი სამუშაოები.
"ჩამონგრევის მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ჩამონგრევის ზუსტი მიზეზების დადგენაზე. ამ დროისათვის კორპუსის მიშენების 70%-ია ჩამონგრეული და ჩვენი სამსახურები მუშაობენ, რომ მოხდეს მიშენების დემონტაჟი ისაე, რომ არავინ დაზარალდეს", _ განაცხადა თემურ გიორგაძემ.