დღეს, 22:45 საათზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორი მატჩი გაიმართება. მადრიდის "რეალი" სანტიაგო ბერნაბუზე" ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. მერვედფინალში მადრიდელებმა "ლიონი" დაამარცხეს ორი მატჩის ჯამში 4:1, ხოლო "ტოტენჰემმა" ტურნირს ერთ-ერთი ფავორიტი "მილანი" გამოთიშა. სტუმრად ლონდონელებმა იტალიური კლუბი 1:0 დაამარცხა, ხოლო საშინაო შეხვედრა უგოლო ფრით ითამაშა.
მეორე შეხვედრაში ერთმანეთს მილანის "ინტერი" და გელზენკირხენის "შალკე" შეხვდებიან. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული "ინტერი" გერმანულ კლუბს "სან სიროზე" დაპირისპირდება. "ინტერმა" წინა ეტაპზე "ბაირნი" დაამარცხა, ხოლო "შალკემ" "ვალენსია".
დარჩენილი ორი მატჩი ხვალ გაიმართება. "ბარსელონა" "შახტარს" უმასპინძლებს, ხოლო "ჩელსი" "მანჩესტერს.