თელავის რაიონის სოფელ კონდოლში 21 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კონდოლის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტმა ლიანა რაზმაძემ განუცხადა, თვითმკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.
თვითმკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს თელავის რაიონული სამმართველო აწარმოებს.