კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასში გაეროს მისიის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ცნობილი ხდება რომ თვითმფრინავი "აირზენას" კუთვნილებაა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 26 ადამიანი.
ცნობილია, რომ ლაინერი ტროპიკულ წვიმაში მოყვა და ჩამოვარდნისას ორად გაიხლიჩა . წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში კონგოში ეს უკვე მეორე ავიაკატასტროფაა. თებერვალში ჩეხეთის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც დაშვებისას ქედის წვერს დაეჯახა.