ლეონარდო დი კაპრიო მობილური ტელეფონების OPPO Mobile Tellecommuni cations Corp-ის რეკლამაში მონაწილეობისთვის ჩინელი მწარმოებლებისგან 5 000 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ჰოლივუდელი ბლოგერის, პერეცა ჰილტონის ინფორმაციით, უკვე აპრილის ბოლოს მსახიობი აზიაში სარეკლამო რგოლის გადასაღებად გაემგზავრება, პრემიერას კი ზაფხულში ვარაუდობენ. ეს სარეკლამო ისტორიის ყველაზე ძვირადღირებული კამპანია უნდა გახდეს.
დი კაპრიოს უკვე აქვს რეკლამაში გადაღების გამოცდილება. 2009-2010 წლებში Tag Heue -ის მაჯის საათები წამოსწია წინ. 1998 წელს, "ტიტანიკის" პრემიერის შემდეგ, ავტომობილ Suzukis რეკლამას აკეთებდა. 2010 წელი დი კაპრიოსთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. კინოთეატრებში ორი ბლოკბასტერი "დასაწყისი" და "საიდუმლო კუნძული" გამოვიდა.
ამჟამად დი კაპრიოს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს პირველი დირექტორ ედგარ გუვერზე შექმნილ კლინტ ისტვუდის ფილმში იღებენ. შემდგომ იგი ფიცჯერალდის რომანის, "დიდი გეტსბის" გადამღებ ჯგუფს შეუერთდება.