ბაღდათის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გადაკვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ოპელის" მარკის 2 მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, მსუბუქად ორი მგზავრი დაშავდა, 4 კი მოტეხილობებით პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.