სააკაშვილს და მერაბიშვილს არ მივცემთ იმის უფლებას რომ ქართული ციხეები "ყვარყვარეს ციხეებად" აქციოს. ამის შესახებ დღეს, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართული ციხეები საშინლად არის გადატვირთული და ლიმიტი ციხეების სულ 24 720 პატიმარია, მაშინ როდესაც უკვე ქვეყანაში 24 ათასი პატიმარია და მათ ზრდის კატასტროფული ტენდენციაა.
"მხოლოდ 2010 წელს ციხეებში პატიმართა რაოდენობამ 2 600 ადამიანით მოიმატა", - აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, დეპუტატი რეგიონებში მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტებსაც შეეხო, კერძოდ კი ტელეკომპანია "თრიალეთს" მაგალითს.
"როგორც ჩანს გორი ამ მიმართულებით აუღებელი ციხესიმაგრე რჩება", - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.