საქართველოს სპორტის სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთის მიერ გაგრის ტერიტორიაზე დაგეგმილი კაზინოებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობის საპროტესტოდ წერილით მიმართავენ.
როგორც ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა განუცხადა, მოსკოვის აღნიშნული ჩანაფიქრით საქართველოს სუვერენიტეტი ირღვევა.
"ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავთ, რომ მსგავრი რამ არ განხორციელდეს. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა და შეურაცხყოფა, რადგან ეს ტერიტორია საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიადააა აღიარებული. იქ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა საქართველოს ხელისუფლებასან შეთანხმების გარეშე, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა", - განმარტავს ვარძელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისთვის გაგრაში კაზინოების, გასართობი ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობა იგეგმება.