ცხედრის ექსპერტიზას, რომელიც შეიძლება ჩეჩნეთის ერთ-ერთ საველე მეთაურს დოკუ უმაროვს ეკუთვნის, ის ექსპერტები ჩაატარებენ, რომელთაც შამილ ბასაევის გვამი ამოიცნეს.
ამის შესახებ ინტერნეტ გამოცემა " Lifenew" იუწყება, რომლის ინფორმაციითაც დნმ-ს ანალიზს საუკეთესო ექსპერტები როსტოვში ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ ინგუშეთში 29 მარტს რუსული მხარის მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 17 მებრძოლი განადგურდა. რუსული მხარის მტკიცებით, აღნიშნულ ბაზაზე თვითმკვლელების მომზადება ხდებოდა.
ამასთან, რუსული მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს დოკუ უმაროვის ლიკვიდირება მოხდა, თუმცა ფედერაციის უშიშროება აღნიშნულს ოფიციალურად ამ დრომდე ვერ ადასტურებს.