"მილანმა" "მადონინაში" "ინტერი" 3:0 დაამარცხა. მილანურ დერბიში გოლები ალეშანდრო პატომა (დუბლი) და ანტონიო კასანომ გაიტანეს.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა უპირატესობა პირველივე წუთიდანვე მოიპოვა. შეხვედრის პირველ წუთზე რობინიოსა და პატოს შეთანხმებული თამაშის შედეგად პატომ ანგარიში გახსნა. 54-ე წუთზე ინტერი მოედანზე 10 კაცით დარჩა. შეხვედრის არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ მოედნიდან კრისტიან კივუ გააძევა. 8 წუთის შემდეგ პატომ დუბლი გაიფორმა, მილანი კი ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდა. მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე რობინიოს ნაცვლად მოედანზე ანტონიო კასანო შემოვიდა. 90-ე წუთზე კასანომ თერთმეტრიანი საჯარიმოთი გოლი გაიტანა, ხოლო ზუსტად 1 წუთში მოედნიდან გააძევეს.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ სერია ა-ში მილანი კიდევ უფრო დაწინაურდა. 31 ტურის შემდეგ მას 65 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "ინტერს" 5 ქულით უსწრებს.