უკრაინის ზაპოროჟიის მხარის შს მთავარ სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი, გოჩა კევლიშვილი (გოჩა რუსტავსკი) დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული უკრაინის ტერიტორიაზე უუკანონოდ იმყოფებოდა და ცდილობდა გავლენა მოახდინე კრიმინალურ პროცესებზე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში.
სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მისი დაკავებისას იმის მიუხედავად რომ კევლიშვილი დაცვის ქვეშ იმყოფებოდა იარაღის გამოყენება საჭირო არ გახდა.
დაკავებულის დეპორტაციის საკითხი, ამჟამად განხილვის სტადიაშია.