"ქრისტიან-დემოკრატები" პენიტენციალურ სისტემაზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების შექმნას ითხოვენ.
პარტიის პატიმართა უფლებების დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, პენიტენციალური სისტემა ხასიათდება ადამიანთა უფლებების მასობრივი, უხეში და მუდმივი დარღვევებით, რასაც ადასტურებს სახალხო დამცველის ანგარიშიც.
კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ ბაკურიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების ცალკეულ დაწესებულებაში აწამებენ პატიმრებს, სხვადასხვა მოტივით ახორციელებენ მათზე ზეწოლას. ციხეებში სიკვიდილიანობის სტატისტიკა მატულობს და თუ თავისუფლების აღკვეთის პირველ თვეებში პატიმართა უმეტესობა ჯანმრთელია, მათი ნაწილი საპყრობილეში იღუპება, ნაწილი კი იქედან დაინვალიდებული გამოდის.
"ოფიციალური მონაცემებით, დაღუპული პატიმრების 63% ტუბერკულოზის მსხვერპლი გახდა, 22%-ის შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზად პნევმონია და პლევრიტი დასახელდა. Gგარდაცვლილ პატიმართა 22% 30 წლმდე ასაკის იყო, 19% - 40 წლამდე, 20% - 60, 9% კი - 70 წლამდე", - აცხადებს ბაკურიძე.
მისივე თქმით, "ქრისტიან-დემოკრატებს" აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად, საზოგდოებრივი კონტროლის ჯგუფის შექმნასთან ერთად, აუცილებლად მიაჩნიათ უკურნელებელი სენით დაავადებული პატიმრების გათავისუფლება, ვადამდე ადრე გათავისუფლების უფრო ეფექტური კომისიის შექმნა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვების ხარისხის გაუმჯობესება, ციხეებისა და კოლონიების განტვირთვის პროცესის დაწყება.