უზენაესი სასამართლო ლევან გაჩეჩილაძის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული კერძო საჩივრის გამო "ქართული პარტიის" ლიდერს ბაჟის გადახდას თხოვს.
"უზენაესი სასამართლოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩვენს მიერ წარდგენილ კერძო სარჩელთან დაკავშირებით 50-ლარიანი ბაჟი უნდა გადავიხადოთ. თანხას 4 აპრილს შევიტან და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს სასამართლო, მიიღებს თუ არა წარმოებაში ლევან გაჩეჩილაძის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებულ კერძო საჩივარს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გაჩეჩილაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. აღნიშნულის მიზეზი მოსარჩელე მხარის მიერ შესაბამისი ბაჟის გადაუხდელობა გახდა. იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოს გაჩეჩილაძის სარჩელი წარმოებაში მიეღო, მას 8 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, რაც ამ უკანასკნელს არ გაუკეთებია. აღნიშნულის გამო ადვოკატმა უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა, რითაც 8 ათას ლარიანი ბაჟის ეტაპობრივად გადახდასა და სასამართლოს მიერ გაჩეჩილაძის სარჩელის წარმოებაში მიღებას მოითხოვს.
როგორც ცნობილია, სულ 2005-2009 წლებში გაჩეჩილაძეების ოჯახის მიერ აღებულია შემდეგი სასესხო ვალდებულებები: შვედეთის მოქალაქე ფრედერიკ პოლსენისგან 2007 წელს, ძირითადი თანხა 2.000.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - ქ. თბილისი, ქობულეთის ქუჩა .. მესაკუთრე: მანველიტა თავართქილაძე (ლევან გაჩეჩილაძის სიდედრი). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - 2.390.000 აშშ დოლარს; სს „ტაო პრივატ ბანკისგან" 2009 წლის 12 იანვარს, ძირითადი თანხა 160.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - ქ. თბილისი, ბარნოვის ქუჩა 144, ბ. 51; მესაკუთრე: მანველიტა თავართქილაძე (ლევან გაჩეჩილაძის სიდედრი). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - 203.431,78 აშშ დოლარს (საქმეზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლში. სააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდგომში უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოხდება გაჩეჩილაძეების კუთვნილი უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია); „თი ბი სი ბანკისგან" 2005 წელს, ძირითადი თანხა 300.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - საგურამო, ... ქუჩა .. მესაკუთრე: ნინო მიქელაძე (ლევან გაჩეჩილაძის მეუღლე). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - 499.000 აშშ დოლარს; „თი ბი სი ბანკისგან" 2005 წელს, ძირითადი თანხა 200.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - საგურამო, ... ქუჩა .. მესაკუთრე: ნინო ძიძავა (გია გაჩეჩილაძის მეუღლე). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - ... აშშ დოლარს.