ქარელში გარდაცვლილი ცხინვალის მკვიდრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვენებაში წითელი ჯვრის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 60 წლიდ ზაურ ცუხიშვილის ცხედრის ცხინვალში გადასვენებაზე დაღუპულის ახლობლებს ადმინისტრაციულ საზღვართან დისლოცირებულმა რუსმა ოკუპანტებმა უარი უთხრეს.
ზაურ ცუხიშვილი ქარელის რაიონში შვილიშვილის სანახავად იყო ჩასული, თუმცა მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი ახლობლები დაღუპულის ცხედრის ზნაურის რაიონში გადასვენებას, სადაც ზაურ ცუხიშვილი ცხოვრობდა, ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.