საინვესტიციო მენეჯერმა ჯონატონ რაფფერმა ინგლისის ეკლესიას 15 მილიონი ფუნტი შესწირა, რათა XVII საუკუნის ესპანელი მხატვრის ფრანსისკო დე სურბარანის ნახატების კოლექცია გაყიდვისაგან გადაერჩინა.
12 ნახატი ბიბლიური იაკობისა და მისი შვილების გამოსახულებით უკვე 250 წელია დარემის ეპისკოპოსების ისტორიულ რეზიდენციაში, ოკლენდის ციხესიმაგრეში ინახება.
2010 წლის ბოლოს ცნობილი გახდა ეკლესიის განზრახვა, გაეყიდა სურბარანის ნახატები.
საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ ანგლიკანებმა სკანდალის თავიდან ასაცილებლად "პიარშიკები'' აიყვანეს.
თუმცა სკანდალი მაინც აგორდა საზოგადოების წარმომადგენლები და მასმედია უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ სურათები თითო-თითოდ გაიყიდებოდა და კერძო კოლექციონერის საკუთრება გახდებოდა, მით უმეტეს უცხოელის.
თავდაპირველად ეკლესია სურბარანის ნუროვან გაყიდვას აპირებდა, მაგრამ სახალხო აღშფოთების გამო იძულებული გახდა, უარი ეთქვა გეგმაზე.
59 წლის რაფფერი თავს სურბარანის თაყვანისმცემელად მიიჩნევს.