"ქართველი ხალხისა და საქართველოს პასუხისმგებლობის გათვალისწინებით სამხრეთ ოსეთის წინაშე, საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა", - აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი "GeorgiaTimes" -ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
კოკოითი აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ხელს შეუწყობს რეგიონში დაძაბულობის მნიშვნელოვნად განმუხტვას.
"შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქართველი ხალხისა და საქართველოს პასუხისმგებლობის გათვალისწინებით სამხრეთ ოსეთის წინაშე, მიმაჩნია, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ, კეთილმეზობლურ სახელმწიფოდ. ეს ხელს შეუწყობს ურთიერთნდობის, კეთილმეზობლობის გამყარებას ჩვენ შორის და კავკასიაში დნობისა და სტაბილურობის გამყარებას", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.