საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებს შეხვდა. საუბარი ფეხბურთის განვითარების პერსპექტივებს შეეხო.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. უნდა აშენდეს ახალი სტადიონები და დაიწყოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაციები.
"ჩვენ გვჭირდება ფეხბურთის ბაზის გაფართოება. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ნაკრები და ავწიოთ ფეხბურთის დონე. საქართველოში ფეხბურთის ლიგა მინიმალურ მოთხოვნებს მაინც უნდა პასუხობდეს. ამ საქმეში ჩართულია პრემიერ-მინისტრი. გთხოვთ, ფედერაციასთან ერთად სპორტის სამინისტრომ იმუშავეთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა ქალაქებისა და რაიონების დონეზე შევქმნათ", _ განაცხადა სააკაშვილმა.