"სობოლისა" და "მანგუსტის" სამი სასაზღვრო კატერი აფხაზეთის სანაპიროსთან 7 დეკემბერს მივა", _ ეს განცხადება აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ პოდპოლკოვნიკმა ოლეგ ფროლოვმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, სასაზღვრო კატერების ბაზირების ადგილი ოჩამჩირის საზღვაო პორტი იქნება. "აღნიშნული რუსული სასაზღვრო კატერების აფხაზეთში მოსვლა საშუალებას მოგვცემს, იმ გემების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, რომლებიც აფხაზეთის პორტებში მოემგზავრებიან, ასევე რესპუბლიკის საზღვაო საზღვარი დავიცვათ", _ განაცხადა ფროლოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ოჩამჩირეში ფედერალური სასაზღვრო ძალების სასაზღვრო სამმართველოს საზღვაო ბაზას ქმნის.