კონპანია "ელიტ ელექტრონიქსი" HP-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა. მემორანდუმს ხელს კომპანიის წარმომადგენლები 31 მარტს 12:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" მოაწერენ.
HP საქართველოში 90-იან წლებში გამოჩნდა, თუმცა დღემდე, აღნიშნული ბრენდის ოფიციალური პარტნიორის სტატუსი არცერთ კომპანიას არ ჰქონია. "ელიტ ელექტრონიქსი", როგორც HP-ის პარტნიორი, HP - ის გაყიდვებისა და მარკეტინგის პრომო პროგრამების თანამონაწილე ხდება, რომელსაც აქვს წვდომა უახლეს პროდუქტებსა და ინფორმაციაზე.
პარტნიორობის დეტალებზე, საქართველოს ბაზარზე HP-ის სამომავლო გეგმებსა და კომპანიებში დაგეგმილ სხვა სიახლეებზე, მხარეები მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ისაუბრებენ.