დღეს, 30 მარტს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N13, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.75%-ით, მაქსიმალური 8.85%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.83%-ით განისაზღვრა.