2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ისრაელის ეროვნულ ნაკრებსა და საქართველოს შორის პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 0:0.
მატჩი თელ-ავივის "ბლუმფილდის" სტადიონზე მიმდინარეობს. მატჩს არბიტრია ფრანგი ფრედი ფოტრელი.
მე-4 ტურში საქართველომ ხორვატიას უმასპინძლა და კობიაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა. 5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები შესარჩევ F ჯგუფში 9 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
პირველზე საბერძნეთია 11 ქულით, მეორეზე კი ხორვატია.