დღეს, 29 მარტს, 20:00 საათზე (თბილისის დროით), „თბილისის ივენთჰოლში", კომპანია „ნატახტარის" მხარდაჭერით, „ქართული სპორტის ქომაგები" უგულშემატკივრებენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში, რომელიც ისრაელში მართავს მნიშვნელოვან მატჩს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ „ეფ" ჯგუფში. გასულ კვირას ხორვატიის ნაკრების დამარცხების ჩვენი ქვეყნის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი გაუჩნდა, ამიტომაც „ქართული სპორტის ქომაგები" კვლავ იკრიბებიან და ერთად, ორგანიზებულად აპირებენ უგულშემატკივრონ ეროვნულ ნაკრებს.
თამაშის დაწყებამდე და შესვენებისას, სტუმრებისთვის გაიმართება სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები. ამასთან, ჩატარდება სპეციალური ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც „ნატახტარის" მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. „ჩვენი მიზანია, რომ გულშემატკივრებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნათ, რათა ქომაგობის მუხტმა ჩვენი გუნდის ფეხბურთელებამდეც მიაღწიოს თბილისიდან ათასზე მეტი კილომეტრის მოშორებით", განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, კომპანია „ბეთერფლეის" წარმომადგენელმა, სანდრო კაკულიამ.
ქართული სპორტის ქომაგები - ეს არის "მსოფლიო სპორტის" ფორუმზე შექმნილი გულშემატკივართა კავშირი, რომელიც მოწოდებულია საქრთველოში ქომაგობის კულტურის დასახვეწად და ასამაღლებლად. ეს არის ენთუზიაზმითა და პატრიოტიზმით გამსჭვალული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც საქართველოში ჩატარებულ ყველა სპორტულ ღონისძიებაზე ორგანიზებულ მსვლელობასა და მხარდაჭერას ახორციელებს.
კომპანია „ნატახტარი" აქტიურად ცდილობს დაეხმაროს ქართულ სპორტს და ამით ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. ამიტომ 2008 წლიდან კომპანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი და რაგბის კავშირის სპონსორია. 2011 წლიდან კი „ნატახტარი" გახდა კალათბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი და აპირებს განახორციელოს სხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა. სპორტული ფედერაციების სპონსორობის გარდა, კომპანია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ქომაგობის კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, რისთვისაც მუდმივად აწყობს სხვადასხვა საინფორმაციო-საპრომოუშენო აქციას და ეხმარება სხვადასხვა ფანკლუბებს, ხოლო ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს „ქართული სპორტის ქომაგებთან".