უკრაინული საინფორმაციო პორტალის „ჰოტსპორტის" რედაქციაში მცხოვრებმა თაგვმა ვოლფმა საქართველოს ნაკრების გამარჯვება კიდევ ერთხელ იწინასწარმეტყველა. ვოლფის პროგნოზით, დღეს ისრაელში საქართველოს ნაკრები ისრაელის ნაკრებს დაამარცხებს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ხორვატიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თაგუნა ვოლფისადმი ქართველი გულშემატკივრების ინტერესი გაიზარდა.
ვოლფმა საკუთარი არჩევანი სწორედ საქართველოს ნაკრებზე გააკეთა.
როგორც „ჰოტსპორტი" იუწყება, თაგუნამ არჩევანი ძალიან სწრაფად გააკეთა და კვლავ საქართველოს ნაკრების გამარჯვება იწინასწარმეტყველა.
„ჰოტსპორტი" აფრთხილებს ქართველ ჟურნალისტებს, რომ ვოლფის არჩევანის შესახებ არაფერი უთხრან ქართველ ფეხბურთელებს, რათა ისინი არ მოდუნდნენ და არ იფიქრონ, რომ გამარჯვება უკვე ჯიბეში უდევთ.
„ჰოტსპორტის" რედაქცია თემურ ქეცბაიას „გაწვრთნილებს" წარმატებას უსურვებს და საქარტველოს ნაკრებს გულშემატკივრობას ჰპირდება.