ქართველი ფეხბურთელები 29 მარტს ევროპის ჩემოპიონატის შესარჩევი ჯგუფის მორიგ შეხვედრას გამართავენ. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ ისრაელში გაემგზავრა.
საქართველოდან გამგზავრებამდე მათ თბილისში ეროვნულ სტადიონზე ბოლო ვარჯიში ჩაატარეს. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ლიდერი გახდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებს, რომ გუნდი მომზადებულია და მან გაიარა ყველა ის მოთხოვნა, რაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ იყო დაგეგმილი.
ზვიად სიჭინავას თქმით, გუნდის მომზადების დონე ხორვატიასთან ბრძოლამაც დაადასტურა.