ავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მსხვერპლით დასრულდა. გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დიდი სიჩქარით მოძრავი მიცუბიშის მარკის ავტომობილი მერსედესს შეეჯახა.
შეჯახება ისე ძლიერი იყო, რომ ორი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, მიცუბიშის სამი მგზავრი კი მძიმედდ დაშავდა. ისინი მრავლობითი დაზიანების გამო ღუდუშაურის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ, თუმცა არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.