საქართველოს ფეხბურთელთაAნაკრები ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ ისრაელში გაემგზავრა.
ქართველი ფეხბურთელები 29 მარტს ევრპის ჩემოპიონატის შესარჩევი ჯგუფის მორიგ შეხვედრას გამართავენ.
საქართველოდან გამგზავრებამდე მათ თბილისში ეროვნულ სტადიონზე ბოლო ვარჯიში ჩაატარეს. ხვალ გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ლიდერი გახდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებს, რომ გუნდი მომზადებულია და მან გაიარა ყველა ის მოთხოვნა, რაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ იყო დაგეგმილი. ზვიად სიჭინავას თქმით, გუნდის მომზადების დონე ხორვატიასთან ბრძოლამაც დაადასტურა.