საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში, ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ 9 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. ჯგუფში პირველ ადგილზე საბერძნეთი გადავიდა. მათ სტუმრად 90+4 წუთზე გატანილი გოლით მალტა დაამარცხეს. ისრაელმა შინ ლატვიელებს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეაულურ შანსს ინარჩუნებს.
F ჯგუფს დღეისთვის საბერძნეთი ლიდერობს 11 ქულით. მეორე ადგილზე ხორვატიაა 10 ქულით. მესამე ადგილს ქართველები 9 ქულით. მეოთხე ადგილზე 7 ქულით ისრაელის ნაკრებია, ლატვია 4 ქულით მეხუთეა, ხოლო მალტას ჯერ ქულა არ მოუპოვებია.
შემდეგ შეხვედრა, 29 მარტს საქართველო ისრაელთან სტუმრად გამართავს. აღნიშნულ შეხვედრაში გაარჯვების მოპოვების შემთხვევაში საქართველო დროებით გალიდერდება. თუ შეხვედრა ფრე დამთავრდა ხორვატიასა და საქართველოს თანაბარი ქულები გაუხდებათ, წაგების შემთხვევაში კი მესამე ადგილს ისრაელი დაიკავებს.
იხილეთ კობიაშვილის მიერ გატანილი გოლი