სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება უარყოფს რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება მოსკოვის ყოფილი მერისათვის აფხაზეთში არსებული "საკუთრების" ჩამორთმევას გეგმავს.
"სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კაცია აცხადებს, რომ იური ლუჟკოვს არ ეკუთვნის არც სტალინის აგარაკი გაგრაში, არც სანატორიუმი "ამრა" არც პანსიონატები "გაგრიპში" და "კოლხიდა" და არც სასტუმროები "რიცა" და "აფხაზეთი", _ იუწყება რუსული მედია.
"არ შეესაბამება სიმართლეს ასევე მტკიცება იმის შესახებ, რომ ლუჟკოვს გაგრის სანაპიროზე მიწის დიდი ნაკვეთი ეკუთვნის", _ აცხადებს კაცია, ხოლო რაც შეეხება "მოსკოვის სახლს" რომლის მშენებლობაც სოხუმის ცენტრში უკვე დასასრულს უახლოვდება - კაციას თქმით - "ეს კერძო საკუთრება კი არა დაწესებულებაა, რომელიც მოსკოვის მთავრობას ეკუთვნის. ასეთი "მოსკოვის სახლები" არის მსოფლიოს ბევრ ქალაქში და ისინი კულტურულ-საქმიან ცენტრებს წარმოადგენენ", _ განმარტავს კაცია.
ამასთან ერთად, აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაში გაჩენილ პუბლიკაციასთან თავის კავშირს უაყოფს. "მე არავითარი განცხადება არ გამიკეთებია, იმის შესახებ, რომ ლუჟკოვს რესპუბლიკაში უძრავი ქონება აქვს და რომ მისი დაბრუნება აფხაზური ხელისუფლების მმართველობაში იგეგმება. ყველაფეროი ეს გამონაგონია", _ აცხადებს ქიშმარია.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს სეპარატისტულ აფხაზეთში "საკუთრებაში" არსებულ ელიტურ უძრავ ქონებასა და ფართო მიწის ნაკვეთებს ართმევენ სააგენტო "Life News" -მა გაავრცელა.
მართალია, აფხაზური მხარის უარყოფა საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება, რომ არა ერთი საინტერესომ რამ. რამდენიც არ უნდა უარყონ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელებმა ის რომ მოსკოვის ყოფილ მერს იქ ე.წ. საკუთრება აქვს ფაქტო-ფაქტად რჩება - აფხაზეთში ნებისმიერმა მოსახლემ იცის, რომ გაგრაში ობიექტები და გაგრის სანაპიროს დიდი ნაწილი ლუჟკოვის მეუღლეს ელენა ბატურინას აქვს შესყიდული.
საინტერესოა, რომ რამდენიმე ხნის წინ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" აფხაზეთში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებდა სტატიას სახელწოდებით "რუსული გაკვეთილები აფხაზეთში". იქ ჩვენი წყარო სწორედ ელენა ბატურინას მიერ გაგრაში ჩადენილ უმსგავსო საქციელზე ამახვილებდა ყურადღებას და მოგვითხრობდა:
"ოკუპანტებად" რუსების აღქმა სეპარატისტულ აფხაზეთში უკვე უბრალო მოსახლეობამ სულ უფრო და უფრო აქტიურად დაიწყო. "იმის გამო, რასაც რუსეთი აფხაზეთში ჩადის მრავალი აფხაზი, თან არა მხოლოდ გუდაუთელი აფხაზები ამბობს, რომ რუსებთან მათ არასოდეს ექნებათის ცხოვრება, როგორიც ქართველეთან ჰქონდათ",_ მოუთხრობდა წყარო "ჯი-ეიჩ-ენს" და მრავალ იმ საკითხზეც საუბრობდა, რომელიც დღესაც აქტუალურია.
"როდესაც გაგრაში ლუჟკოვის ცოლი ჩამოვიდა და მიწების შესყიდვა დაიწყო, ერთმა ადგილობრივმა აფხაზმა მას წინააღმდეგობა გაუწია _ ჩემი მიწაა და არ მოგყიდიო (მიწის ის ნაკვეთი მართლაც იმ გაგრელ აფხაზს ეკუთვნოდა). იცით რა უპასუხა ლუჟკოვის ცოლმა? _ რომელი მთიდანაც ჩამოხვედი დაბრუნება იქ მოგიწევს და ჩვენ თქვენთვის არ გვიომიაო. საბოლოო ჯამში ლუჯკოვის ცოლმა მაინც მიიღო ის რაც უნდოდა",_ გვიამბობს წყარო და აღნიშმნავს, რომ გაგრის სანაპიროს უდოდესი ნაწილი სწორედ ლუჟკოვების ოჯახის საკუთრებაა.
მაგალითი მეორე: "ერთ აფხაზ მილიციელს სოჭელი რუსი მილიციელის ვალი ემართა. როგორც ჩანს აფხაზმა მილიციელმა რუსის ე.წ. გადაგდება მოისურვა. ამის პასუხად რუსი მილიციელი აფხაზეთში შეიარაღებული ჩავიდა და აფხაზი მილიციელი მრავალი თვითმხილველის თვალწინ დახვრიტა. მას რა თქმა უნდა არავინ არაფერი არ უთხრა და იგი ისევე მშვიდად დაბრუნდა სოჭში, როგორც ჩამოვიდა",_ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წყარო.
მაგალითი მესამე: "საერთოდ, როდესაც რუსეთის მთავრობას რამე სურს, ხოლო აფხაზური მთავრობა ეწინააღმდეგება რუსეთი მდინარე ფსოუზე არსებულ საზღვარს კეტავს. ეს საზღვარი ხომ ერთადერთია რითიც ამჟამად აფხაზეთი იკვებება.
როდესაც ოლიმპიადის სოჭში ჩატარება გადაწყდა, რუსეთის მთავრობამ ფსოუდან გუდაუთამდე მიწების 25-წლიანი (თითქოს იჯარით) იჯარით აღება მოითხოვა. მაშინ აფხაზებმა მათ ამაზე უარი უთხრეს, რუსებმა საზღვარი დაკეტეს. რადენიმე ხნის შემდეგ აფხაზებს რუსების პირობების მიღება და დათანხმება მოუწიათ.
შედეგად, ამჟამად უკვე აფხაზეთში ყველა გუდაუთამდე საზღვრის გადმოწევას ელოდება",_ გვიამბობს წყარო და ალექსანდრე ანქვაბის აფხაზური ტელევიზიით ერთ გამოსვლას იხსენებს. მაშინ ანქვაბმა განაცხადა შემდეგი: "მათ ვისაც აფხაზური მიწების მუქთად ხელში ჩაგდების იმედი აქვს ძალიან ცდება". ეს რუსებისთვის იყო განკუთვნილი და ამაში აფხაზებსა და რუსებს დიდი პრობლემა აქვთ!",_ აცხადებს წყარო და ხაზმასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთის მცხოვრებლები უკვე საურობენ იმაზე, რომ გაგრის თითქმის ნახევარი ლუჟკოვისაა მეორე ნახევარი კი ჟირინოვსკის აქვს გამოსყიდული.