ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, თუმცა მისმა ევროპელმა პარტნიორებმაც იგივე უნდა გააკეთონ, - ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში The New York Times ეკონომიკური პოლიტიკის რეპორტიორმა ალან რაპოპორტმა დაწერა.
„ჩვენ მზად ვართ რუსეთზე ზეწოლა გავზარდოთ, მაგრამ საწიროა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც გამოგვყვნენ“, - ციტირებს რაპოპორტი ბესენტის სიტყვებს.
როგორც რეპორტიორმა აღნიშნა, ბესენტი მიიჩნევს, რომ დამატებითი მეორადი სანქციები და ტარიფები ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რუსეთის ეკონომიკას „სრულ კოლაფსამდე“ მიიყვანს.
მდივანი ასევე მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ევროპის მხრიდან ასეთი ნაბიჯები ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.