ქოცებმა, ჩემს ოფიციალურ გვერდზე, სადაც გავაკეთე გამოკითხვა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, კიბერშეტევა განახორციელეს, 1 საათში 12 000 ტაილანდელი და პაკისტანელი მოაბილიზეს. შიში ოხერია,” - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“1 საათის წინ, ქოცების მიერ თავდასხმა განხორციელდა ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, სადაც მილიონობით ადამიანი ეცნობა სიახლეებსა და ინფორმაციას.
1 საათში 12 000 - ტაილანდელი - პაკისტანელის "დაჰაჰავება" მოაბილიზეს, ანუ ფაქტობრივად, კიბერშეტევა განახორციელეს.
ოფიციალურ გვერდზე გავაკეთე გამოკითხვა, სადაც 4 ოქტომბრის აქციის მსურველებს შეეძლოთ დაეფიქსირებინათ პოზიცია.
1 დღეში - 5 000 მეტმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მოდის 4 ოქტომბრის აქციაზე
შიში ოხერია.” - წერს ლევან ხაბეიშვილი.