სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბე"-სა და აფხაზი სეპარატისტების ორდღიანი ორდღიანი მასშტაბური წვრთნა სახელწოდებით "კოდორი-2011" დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"წვრთნაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო ნაწილებმა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად", _ იუწყება აფხაზური მედია.
მათი ინფორმაციით, კოდორის ხეობაში, მაქსიმალურად მძიმე სამთო-ტყიან პირობებში წვრთნის მონაწილეები სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოში საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებების დემონსტრაცია გაიმართა.
"წარმოდგენილი იყო თანამედროვე სამხედრო ტექნიკა და კაბშირგაბმულობის საშუალებები. შედგა ორი კომპლექსის დემონსტრაცია - მობილური პროჟექტორული კომპლექსის "ჰელიოსის" და მობილური საპატრულო კომპლექსის "პატრიოტ-ოკაპის", რომელიც ახორციელებს კონტროლს არამიწისზედა (წყლის ზედაპირზე) მდებარე მდგომარეობისა და 15 კმ.ზე ვრცელდება", _ იუწყება აფხაზური მხარე.