საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრი ინგა გრიგოლია წინადადებით მიმართავს საკრებულოს, საერთო ქვითრით თანხის ამოღების გადაწყვეტილება შეაჩერონ. გრიგოლიას თქმით, ხელისუფლებამ სადამსჯელო ღონისძიება დაუწესა ხალხს. მისი სურვილია საკრებულომ ხელისუფლებასთან იშუამდგომლოს, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე საერთო ქვითრიდან თანხის ამოღება შეჩერდეს.
ამ წინადადებით გრიგოლიამ მიმართა ზაალ სამადაშვილს, როგორც ჰუმანისტ მწერალს.
შეგახსენებთ, რომ-ქრისტიან დემოკრატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს საერთო ქვითრით მოსახლეობისგან თანხის ამოღების წინააღმდეგ. თუმცა საკონსტიტიუციო სასამართლო სარჩელის განხილვას აჭიანურებს.