ვალერი მელაძე ცოლს გაეყარა. ამ ინფორმაციას ცნობილი რუსი მომღერლის_ ვალერი მელაძის მეუღლე ირინა მელაძე ადასტურებს. ამ ეტაპზე მომღერლის ოფიციალური წარმომადგენლები ცოლ-ქმრის გაყრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ეს ინფორმაცია მოულოდნელი არაა, თუ გავითვალისწინებთ ვალერი მელაძის მრავალწლიან რომანს ჯგუფ "ვიაგრას" სოლისტ ალბინა ჯაბაევასთან.
ამ კავშირის შედეგად ვალერი მელაძეს ვაჟი გაუჩნდა, რომელსაც უკვე ექვსი წელი შეუსრულდა.ჯაბაევასთან შეძენილ პატარას სახელი ვალერი მელაძის ძმის საპატივსაცემოდ შეურჩიეს.
ვალერი მელაძის ყოფილი მეუღლე "კომსომოლსკაია პრავდასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მომხდარს მშვიდად ხვდება. თუმცა გაოცებულია, რომ შეყვარებულები დიდი ხნის განმავლლობაში მალავდნენ ურთიერთობას.
ირინა მელაძის თქმით, ამ სიტუაციაში მას ყველაზე მეტად ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა აწუხებს. სხვათაშორის, ირინამ აღნიშნა: "ვიცი, რომ ცხოვრებაში ყველაფრის გამო პასუხს მოგვთხოვენ. პირადად მე ცხოვრებაში ჩემი საქციელის გამო არ შემრცხვენია",_აღნიშნა ვალერი მელაძის ყოფილმა მეუღლემ.