"რიგი სახელმწიფოებისა ამჟამად აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლობის საკითხს განიხილავს, თუმცა მოსკოვი ამ ორი ქვეყნის ფართო მსოფლიო აღიარებას არ ელის", - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი დენისოვმა რუსეთის დუმაში სიტყვის გამოსვლისას გააკეთა.
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფართო აღიარებას არ ველით, ასეთია რეალობა", _ განაცხადა სერგეი ლავროვის პირველმა მოადგილემ და უარი განაცხადა იმ ქვეყნების დასახელებაზე, რომლებიც საქართველოს ამ ორი, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებენ.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას რუსული მედია აღნიშნავს, რომ რამდენიმე ხნით ადრე ამ საკითხზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ფიოდორ შელოვ-კოვედიაევმა იმ სახელმწიფოებს შორის, რომლების აფხაზეთისა ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადებიან, ყირგიზეთი, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები დაასახელა.