სეპარატისტული აფხაზეთი და ბაშკირეთი ხელს მოაწერენ თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ასეთი შეთანხმება მიღწეულ იქნა ბაშკირეთის პრეზიდენტის რუსტემ ხამიტოვისა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე.
"შეთანხმება საშუალებას მისცემს ბაშკირეთისა და აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებს უფრო აქტიურად განავითარონ კულტურული და ეკონომიკური კავშირებით. კერძოდ, აფხაზეთი დაინტერესებილია ბაშკირი ტურისტების მოზიდვით თავის კურორტებზე", _ იუწყება აფხაზური მხარე.
რუსტემ ხამიტოვი და სერგეი ბაღაფში ასევე შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ბაშკორსტანში "აფხაზეთის დღეები" გაიმართება. შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, კი სავარაუდოდ, უფრო ადრე მოაწერენ ხელს.