აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საცხოვრებლად ხუთი აფხაზური ოჯახი უკვე გადმოვიდა და 60-მა აფხაზმა საქართველოს პასპორტის აღების სურვილი გამოთქვა, _ ამის შესახებ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ გია ბარამიამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე განაცხადა. მან აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსული პირებისთვის საქართველოს პასპორტის მიღებისა და დევნილის სტატუსის მინიჭების პროცედურის გამარტივების საკითხი დააყენა.
მისი თქმით, აფხაზები კარგად ხედავენ, თუ როგორ ახორციელებს ოკუპანტი მათ მიზანმიმართულ გენოციდს.
"ისინი იმაშიც რწმუნდებიან, რომ ქართველები მათ მიმართ მართლა მტრულად განწყობილნი არ არიან და ენგურს აქეთ გადმოსვლის შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. 60-მა აფხაზმა უკვე გამოთქვა საქართველოს პასპორტის აღების სურვილი. თუ ამ მიმართლებით არსებული სამართლებრივ-ტექნიკური პროცედურული პრობლემები მოიხსნება, ეს ციფრი გაორმაგდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება~, - განაცხადა გია ბარაიამ.