ოს სეპარატისტთა ლიდერის, ედუარდ კოკოითის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა თავისი აპარატის ოფიციალურ ინტერნეტგვერდს ქართული ვერსია დაამატა.
ცნობილია, რომ ბორის ჩოჩიევი ქართულ ენას კარგად ფლობს. ქარული ენის გარდა, ჩოჩიევის აპარატში მომხდარი მოვლენების გაცნობა მკითხველს ოსურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე შეუძლიათ.